Sunday, April 19, 2015

როდის ვიკლებთ ყველაზე ადვილად წონაში?

საუკეთესო დრო: გაზაფხული და ზაფხული
წლის სეზონი, მენსტრუალური ციკლის ფაზა, სულიერი მდგომარეობა – ამ ყველაფერს შეუძლია სერიოზულად ხელი შეუშალოს თქვენს მიზნებს, ან პირიქით დაგეხმაროთ.  როგორ დავგეგმოთ წონის კლება ამ ფაქტორების გათვალისწინებით?
ბევრი დარწმუნებულია, რომ ყველაზე ადვილად ზედმეტი წონა ზაფხულში მიდის: ბევრია ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ასევე ცხელა და ბევრის ჭამა არცაა სასიამოვნო. თუმცა ფიზიოლოგების დაკვირვებით წონის კლების პროცესი ყველაზე აქტიურია გაზაფხულზე, ყველაზე ნაკლებად კი ზამთრში, რადგან გაზაფხულზე ადამიანის ორგანიზმი იღვიძებს ბუნებასთან ერთად, ჩქარდება ცვლის პროცესები, აქტიურად გამოიყოფა ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები. განწყობა ამაღლებულია, გაქვთ თამამი გეგმები, დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში.
გარდა ამისა, წლის თბილ პერიოდში ადამიანის სხეულში მცირდება იმ ჰორმონების დონე, რომელიც ხელს უწყობს წონის ზრდას, მაგალითად კორტიზოლი (მის გამო ზედმეტი ცხიმი მუცლის არეში გროვდება), ხოლო ის ჰორმონები, რომლებიც წონის კლებას ხელს უწყობენ (სეროტონინი და ტესტოსტერონი), აქტიურად გამოიყოფა.
ტესტოსტერონის დონე, რომელიც ზრდის კუნთოვან ქსოვილებს და წვავს ცხიმს, აღწევს პიკს ზაფხულის თვეებში და ადრეულ შემოდგომაზე. მისი რაოდენობა ყველაზე მცირეა ზამთარში. იგივე ეხება სეროტონინს – ზამთარში ამ ჰორმონის რაოდენობა სისხლში ხშირად არასაკმარისია. ეს ჰორმონი არაა პირდაპირ კავშირში წონის კლებასთან. მისი სიმცირის დროს ფუჭდება განწყობა და მის გამოსწორებას ტკბილეულით ვცდილობთ: სწრაფი ნახშირწყლები ასტიმულირებენ ამ ჰორმონის გამომუშავებას.
ამასთან, მაისიდან აგვისტოს პერიოდში ჩვენ უფრო აქტიურები ვართ, ვიდრე ნოემბერ-თებერვალში – ეს კი ხელს უწყობს კლებას.
#SML

No comments:

Post a Comment